05:53 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 12:46:17, 806 ნახვა

საზოგადოება
BIAFF 2018 კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღაზე“ შერჩეული პროექტები გამოქვეყნდა

BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის "ალტერნატიული ტალღის" მენეჯმენტმა დაასრულა პროექტების შერჩევა. შერჩეული იქნა 8 პროექტი, საიდანაც 6 არის საქართველოდან, 1 თურქეთიდან და  1 უკრაინიდან. "ალტერნატიული ტალღა" გაიმართება “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2018 წლის 19-23 სექტემბერს  ქ. ბათუმში. 

შერჩეული პროექტების სია:

1. “56. გაზაფხული” ავტორი რუსუდან პირველი.

2. “ბავშვი” რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი კოკო (კარლო) ჩიხრაძე.

3. “მსხვერპლი” ავტორები ამირან დოლიძე, თედო დოლიძე.

4. “ქალაქის ლანდი” ავტორები თორნიკე ტიკარაძე, გიგა ლიკლიკაძე.

5. “Easter-იკა” რეჟისორი სოფო ჭინჭარაული, პროდიუსერი ელენე თავაძე.

6. “შუშანა” ავტორი ირინა გაჩეჩილაძე.

7. “ანტონის ცხოვრება” რეჟისორი იულია მირონენკო, პროდიუსერი იგორ სავიჩენკო (უკრაინა).

8. „ყულაბა“ რეჟისორი ფენიტ კაროლი, პროდიუსერი ნეფეს პოლატი (თურქეთი)

შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით:

-          სცენარის განვითარება.

-          კო-პროდუქციის სტრატეგია

-          დაფინანსების სტრატეგია.

-          საფესტივალო სტრატეგია.

-          დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.

„ინდუსტრიული ტალღის“ ტრენერები/ექსპერტები:

-          გულინ უსტუნ

-          აიშეგულ ექმექჩიოღლუ

-          ნიკ ჰოლდსვორთი (დიდი ბრიტანეთი)

-          კატარინა მარკოვა (სლოვაკეთი)

-          ნიკოს პანაგიოტოპოულოს (საბერძნეთი)

ასევე მოწვეული სპიკერები - სერგეი რახლინი (აშშ - „ოქროს გლობუსი“), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), პოლ ტილჯეს (ლუქსემბურგი)

„ალტერნატიული ტალღა“ 2018-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტი.

საკონტაქტო ინფორმაცია - awbiaff@gmail.com, თინათინ ყაჯრიშვილი - 597202550 

ლაშა ხალვაში - 595926206

„ალტერნატიული ტალღის“ მხარდამჭერები   -  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics