|
2018-09-05 13:04:05, 1290 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე რუსულ მედიაფორუმზე: ქვეყანა უნდა გვიყვარდეს ანთებული გულით, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებით
„ქვეყანა უნდა გვიყვარდეს ანთებული გულით, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებით“, - ასე გამოეხმაურა „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორმუმს, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ტარდება. როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, სახელმწიფომ ის ჟურნალისტები, რომელთაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, ქვეყანაში არ შემოუშვა. „თქვენ ნახეთ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც მთავარი მომხსენებლები იყვნენ და რომელთაც აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, სახელმწიფომ არ შემოუშვა ქვეყანაში და შეაჩერა ისინი საზღვრზე. თუ თქვენ გაინტერესებთ, რა არის სახელმწიფოს რეაქცია - არის ეს, ჩვენი რეაქცია არის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს ანთებული გულით, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)