03:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:57:51, 461 ნახვა

რეგიონი
სოფელ ზარიზეებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები დაიწყო

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში საველე ტექნიკური სამუშაოებიდაიწყო.   

სოფელ ზარიძეების საპილოტო არეალზე  პროექტის საველე ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში  მომზადდება მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითინახაზები, მოხდება  მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და  უფლების დამდგენი დოკუმენტაციისშესახებ, ასევე  დაინტერესებულ პირები  მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილზევე მიიღებენ შესაბამისკონსულტაციას. სოფელ ზარიძეებში ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ მოძიებული ინფორმაცია  სამართლებრივად დამუშავდება. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ ინფორმირების მიზნით, პროექტის წარმომადგნელები სოფელ ზარიძეების  მოსახლეობასშეხვდებიან. შეხვედრა  7 სექტემბერს, 12:00 საათზე, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერში გაიმართება.  

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარიძეები ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწისსისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი ხორციელდება.  

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზესისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტისფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწისნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებულიხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთებისრეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებულიმხარე ჩაერთვება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics