11:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 19:06:12, 1263 ნახვა

სამართალი
პირს, რომელიც მეუღლეზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა, 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ჩ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც „ექსპრენიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე,  მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჩ.ა.-მ ძალადობა  განახორციელა მეუღლის თ.ა.-ს მიმართ, რა დროსაც ტყავის ქამარი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა  ზურგის არეში.

„სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ჩ.ა. მეუღლესთან თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე.  ჩ.ა.-ს ქმედებით თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა.

სამართალდამცველებმა ჩ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ჩ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics