03:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 17:14:52, 833 ნახვა

რეგიონი
რაულ ხაჯიმბა „ოფიციალური ვიზიტით“ სირიაში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სირიაში "ოფიციალური" ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აეროპორტში დე-ფაქტო პრეზიდენტს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი დახვდა.

"შეხვედრის ფარგლებში რაულ ხაჯიმბა და ბაშარ ასადი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

დე-ფაქტო დელეგაციაში, რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, შედიან" ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი" ბესლან ბარციცი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, "თავდაცვის მინისტრი" მერაბ კიშმარია და "ეკონომიკის მინისტრი" ადგურ არძინბა.

შეხვედრისა და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის "მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას მოეწერება ხელი. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში "ერთობლივი კომიტეტი" შეიქმნენბა, რომელიც ეკონომიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics