|
2018-09-04 14:04:24, 1379 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის პროექტის შეგნებული დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რაც ბენეფიციარებს ფინანსურ თუ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების საკითხსაც შეეხო. მისი განმარტებით გამოძიება პრევენციული ხასიათისაა. საქმე ეხება იმ მედიკამეტებს, რომლებსაც პაცინეტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა. „მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, ყველას მოვუწოდებ ჩაერთონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რადგან ვისაც ეს ინფექცია აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან ამ დაავადებასთან პირისპირ “, - განაცხადა მინისტრმა. ქვეყანაში საჭირო მედიკამეტების რაოდენობის განსაზღვრა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ხდება. საბჭოს შემადგენლობაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ფარმაცევტული კომპანია გილეადის წარმომადგენლებიც შედიან. მრჩეველთა საბჭოს მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, იმისთვის, რომ ელიმინაციის მიზანი, დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3500 პაციენტის საჭირო მედიკამენტებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. დღეის მდგომარებობით პროგრამაში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 პაციენტი ერთვება. დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტების ჩამოწერის გამო სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია და ყველა პაციენტმა პროგრამის ფარგლებში ვადიანი და უახლესი თაობის მედიკამენტით იმკურნალა. „სანამ ამ პროექტს ვიწყებდით, ერთადერთი რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო მედიკამენტების არალეგალური გადინება. საბედნიეროდ, სამნახევარი წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებელმა ყურადღება არ მიაქციოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
(NS)
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)