10:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 10:16:30, 2137 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ სამეზობლოში პირველი ევროპული სკოლის საქართველოში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც 6 ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ევროკავშირს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით,  ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე - საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის მიერ 45 მილიონი ევროს გამოყოფას, რაც სწორედ ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომპლექსურ დღის წესრიგზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებაზე, ასევე - ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics