04:53 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 08:55:31, 749 ნახვა

საზოგადოება
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას, პროცესის ხელის შეშლის მცდელობის შესახებ, განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას, პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე კონკურსანტმა ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია მათთან განხორციელებული უცნობი სატელეფონო ზარების შესახებ.

"კონკურსანტების განცხადებით, უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე, ვინმე „კურატორის“ სახელით და აწვდიდა  მცდარ ინფორმაციას  კონკურსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ სხვა ოლქებიდან, საუბნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგანაც მიიღო.

ლანჩხუთის ოლქში მონაწილე კონკურსანტების მიერ მოწოდებული სატელეფონო ნომერი ცესკომ საკუთარ ელექტრონულ ბაზებში გადაამოწმა, რომელშიც დაცულია წევრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების, დამკვირვებლების და სხვა ინფორმაცია. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ცესკოს ბაზის მიხედვით კონკრეტული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს იქნა პარტიის წარმომადგენლად რეგისტრირებული.

გარდა ამისა, სხვადასხვა ოლქში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სავარაუდოდ პროვოკაციის მიზნით, კონკურსანტების მიერ განცხადებების შეტანის მცდელობა ხდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირების სახელის გამოყენებითაც. აღნიშნულ ფაქტებზე საოლქო საარჩევნო კომისია ახდენდა  შესაბამის რეაგირებას, რაც გულისხმობს კონკურსის  წესის განმარტებას და კანონის ფარგლებში პროცესის წარმართვას.

ასევე, დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეს საარჩევნო გარემოს.

შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად, გამჭვირვალედ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია და გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

ასევე, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს  პროცესის გამჭვირვალობას, მიუკერძოებელ შეფასებას და არჩევნების სანდოობას", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics