02:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 17:23:15, 685 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა

აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა.

დაწესებულების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს.

სამინისტროს ცნობით, რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ზაალ მიქელაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროში გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის პროგრამებსა და მომავალ გამოწვევებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ცენტრის მუშაობას აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის გაუმჯებედების მიზნით.

რუსუდან შავიშვილი 2015-2018 წწ იყო სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო დირექტორი/კლინიკური მენეჯერი, 2013-2015 წწ - I: „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური ამბულატორიის“ პროექტის მენეჯერი, II: „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს“ პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი, 2008-2013 წწ - სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბათუმის ჩემი ოჯახის კლინიკის ოფის მენეჯერი, 1986-2008 წწ - სპეც. საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების (დიაგნოსტიკური ცენტრი) სტაციონარის ექიმი-ორდინატორი, 1983-1986 წწ - საექიმო ფიზკულტურის დისპანსერის - კონტროლის ექიმი, 1979-1983 წწ - აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო - პოლიკლინიკის უბნის ექიმი.

რუსუდან შავიშვილი 1985 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics