15:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 16:46:17, 1099 ნახვა

კომენტარი
ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთი აღიარებს, რომ ქვეყანამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

პოლიტოლოგის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და საარჩევნო სისტემის კუთხით სამუშაო ბევრია.

ამის შესახებ ანჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩების მიერ გაკეთებეული შეფასებების და გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, "საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი მმართველი პარტიის პოზიციასთან მიმართებაში გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად, რომლებზეც კამათი შეიძლება, მთავარი არის მათი ის მოსაზრება, რომ საქართველომ ბოლო წლებში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია".

"საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და რა თქმა უნდა საარჩევნო სისტემის კუთხით სამუშაო ბევრია. ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ მთავარი ის არის რომ დასავლეთი აღიარებს - პროგრესი სახეზეა. ეს რომ არ იყოს, მაშინ გარწმუნებთ კომენტარები და შეფასებები სხვანაირი იქნებოდა",-განაცხადა პოლიტოლოგმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ ყოფილი ელჩები ხაზს უსვამენ ამ არჩევნების მნიშვნელობას და რით არის განპირობებული ასეთი მომეტებული ინტერესი, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ "სავარაუდოდ იმით, რომ ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს ხალხი ირჩევს, შესაბამისად მას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, აქედან გამომდინარე შედეგებით".

"მეორეც, მათთვის საქართველოში, როგორც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი ელჩობის პერიოდში ამერიკელებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს საარჩევნო დემოკრატიის განვითარებაში. ის რომ ბოლო სამი არჩევნები აღიარებულ იქნა როგორც დემოკრატიული და სამართლიანი, უკვე არის პროგრესის ინდიკატორი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, საკმაო სამუშაოა გასაწევი საარჩევნო სისტემის კომპონენტების დასახვეწად და ამაზე რეკომენდაციებიც გვაქვს მიღებული ჩვენი მეგობრებისგან",-განმარტა პოლიტოლოგმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics