08:22 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 18:45:23, 2040 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, როგორც მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 მისი განცხადებით, აღნიშნული სწავლება სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

„ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც ამ საერთაშორისო სწავლებიდან გამომდინარე 2011 წელს დავიწყეთ და შემდეგ განვავითარეთ, არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ერთის მხრივ, ლიდერი ქვეყანა მხარდამჭერი ჩვენი მეგობრობის განმტკიცებისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან ჩვენი შესაძლებლობების დაახლოების გაუმჯობესებისთვის და მეორეს მხრივ, როგორ უნდა იყოს პარტნიორი ქვეყანა მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ამიტომ, ჩვენს ამ მზადყოფნას მე სიმბოლურად სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდე. ჩვენ ნატოში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, სწორედ როგორც ყოველდღიურ მზადყოფნას და არა როგორც სტრატეგიულ მოთმინებას, მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს და ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას რეალურ საფუძველს აძლევს. დღევანდელი სწავლებაც, ამ სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თქვენთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგამთ ამ მზადყოფნის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics