15:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 18:01:21, 1226 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: მოვუწოდებ მმართველ პარტიას, გადადონ გვერდზე თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები და შემოუერთდნენ მუშაობას

„მინდა დაბეჯითებით მოვუწოდო მმართველ პარტიას, გადადონ გვერდზე თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები და შემოუერთდნენ ჩვენს მუშაობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძემ, კომისიის პირველადი დასკვნის განხილვის დროს განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების განხილვაში კომისიის ყველა წევრმა მიიღოს მონაწილეობა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ კომისიას არ ესწრება კომისიის წევრთა ნაწილი, რომლებიც წარმოადგენენ „ქართულ ოცნებას“. მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორც ჩანს, თავიანი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში ამ ეტაპზე. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ისინი დაუბრუნდებიან კომისიის მუშაობას, თუ ეს მოხდება დღესვე ძალიან მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კომისიისთვის, პარლამენტისთვის ზოგადად, რომ ჩართულობა იყოს ბოლომდე, ყველა წევრის, მიუხედავად იმისა, მათ მოსწონთ თუ არ მოსწონთ კონკრეტული შინაარსი, კონკრეტული რეკომენდაციის, კონკრეტული ნაწილი დასკვნის, თუ აქვთ რაიმე განსხვავებული მოსაზრება. მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და დაბეჯითებით მოვუწოდო მათ, რომ მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობის ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, გადადონ გვერდზე თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები და შემოუერთდნენ ჩვენს მუშაობას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics