15:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 18:40:56, 1104 ნახვა

კომენტარი
შიდა ქართლის გუბერნატორი: შესაბამისმა უწყებებმა ეფექტურად იმუშავეს, რამაც საშუალება მოგვცა, ტყის მასივის დიდი ნაწილი გადაგვერჩინა

ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ადგილზე რჩება და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩაერთვება სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ ჩაერთო, ხანძრის გავრცელების საფრთხის შემცირებასთან ერთად დღეს სამაშველო ღონისძიებებში  მისი მონაწილეობა საჭირო აღარ არის.

„ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ჩვენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან, სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან და ამ უწყებების  ხელმძღვანელებთან ერთად  ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ადგილზე ვიმყოფებდით და უშუალოდ ვიყავით ჩართულები ხანძრის ქრობის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ცოცხალმა ძალამ და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკამ იმუშავა ეფექტურად, რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა ტყის მასივის დიდი ნაწილი. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა სახანძრო მანქანებმა პირველი ტესტი წარმატებით ჩააბარეს“, - აცხადებს ხოჯევანიშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა.

„უმოკლეს დროში მოხდა მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის მობილიზება. როდესაც მე გავიგე ხანძრის გაჩენის შესახებ, ისინი უკვე მუშაობდნენ. რეგიონის გუბერნატორიც აქ ჩამოსულა მაშინვე და ახლაც ზემოთ არის ტყეში ასული როგორც ვიცი. ჩვენ ცეცხლის კერამდე არ გვიშვებენ. სხვა სამსახურების ხელმძღვანელებიც აქ არიან. კარგად იმუშავეს ერთობლივად და ახლა ცეცხლი თითქმის აღარცაა არსად,“- ამბობს სოფელ ცედანის მკვიდრი დავით გოგალაძე.

ხაშურში გაჩენილი ხანძრის კერები ლოკალიზებულია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ტყე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics