15:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 18:05:24, 1200 ნახვა

კომენტარი
პირს, რომელმაც ბათუმში, ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პირს, რომელმაც 27 მაისს, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს ცივი იარაღით  მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული  გ.ჩ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და  19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

„სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N34-ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, გ.ჩ.-მ, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი.ა-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში  55 ჭრილობის სახით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა გ.ჩ. 2017 წლის 02 ივნისს, ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და  19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნაათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics