|
2018-08-31 14:09:09, 942 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩამდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდება. „ეს მონაკვეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამ ეტაპზე ქვედა ფენის მოასფალტება მიმდინარეობს. ჯერ პირველი ფენა დაიგება და შემდეგ საბოლოო ფენა. დაახლოებით 15 სექტემბრისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მთლიანად დასრულდება”, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „სტატისტიკას თუ გადახედავთ, დედაქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად არასდროს ჩატარებულა. ვიცით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ქალაქში მდგომარეობა რამდენად მძიმეა, შესაბამისად, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მომავალ წელს კიდევ ბევრი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. წლების წინ, ერთი-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ ოთხი წლით ვართ მოსული, რაც საკმაოდ ცოტა დროა. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რომელიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კახა კალაძემ ზ. ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა გეგეშიძის ბაღიდან (ფალიაშვილის ქუჩის #34) ბაზალეთის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში შეიზღუდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)