|
2018-08-30 11:42:10, 662 ნახვა
საზოგადოება
მერი თბილისის ყველა რაიონში, კვირაში ერთხელ გარე ბაზრობის მოწყობის ინიციატივით გამოდის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის ყველა რაიონში, კვირაში ერთხელ გარე ბაზრობის მოწყობის ინიციატივით გამოდის. ამასთან, კალაძის თქმით, გარევაჭრობა ქვეყანაში უკვე წლებია აკრძალულია და ცენტრალურ ქუჩებში აღნიშნული საქმიანობის წარმოება არის მიუღებელი. ”რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა კანონდებლობით აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისში აღვკვეთოთ ყველანაირი გარე ვაჭრობა. დედაქალაქში არსებობს სავაჭრო სივრცეები იმისათვის, რომ კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინაა შეზღუდული ამ მიმართულებით, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე ამგვარი საქმიანობა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ქალაქში მივიღებთ სრულ ქაოსს და განუკითხაობას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის აღკვეთა კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს “, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში გარემოვაჭე საუბრობდა, თითქოსდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მას სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისთანავე ჩამოართვეს მოსავალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მერის განცხადებით, აღნიშნული პირი, მიუხედავად გაფრთხილებისა, ორი დღის განმავლობაში ახორციელებდა კანონით აკრძალულ საქმიანობას, მესამე დღეს კი, კანონის ფარგლებში მისი საქონლის კონფისკაცია განხორციელდა. „ეს ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას - მოიხსენიებდა უხეში სიტყვებით, აყენებდა შეურაცხყოფას. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ამის მოკვლევა. დავავალე ჩვენს შესაბამის სამსახურებს, ოფიციალურად მივმართეთ დინამოს სტადიონის დირექციას, რომ ამოგვეღო ვიდეო კადრები, რომელსაც თქვენც მოგაწვდით, რათა ყველაფერი ნათელი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ადამიანი, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა, სინამდვილეში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია. „იდენტიფიცირება მოხდა ამ ადამიანის, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა. ის გახლავთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, უბრალოდ მე ახლა თავს შევიკავებ და არ გავაგრძელებ საუბარს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი. მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება და გაიგებს“, - განაცხადა მერმა. ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოიყოს კვირაში ერთი დღე, როდესაც დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყობა სპეციალური ბაზრობები, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. თბილისის მერმა რაიონის გამგებლებს ამ თემაზე მუშაობა დაავალა. „თუ არის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს, გამოვყოთ ერთი დღე ყველა რაიონში, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ცივილურად, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ამ ტიპის ბაზრობების მოწყობა ერთი დღით. მობრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მივცემთ ამის შესაძლებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)