|
2018-08-29 19:41:21, 806 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მთავარია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში სისტემური პრობლემა არ არსებობს
„მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციაში. რაც შეეხება შესაძლო კონკრეტულ გადაცდომებს, ამაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა რეაგირება. რეაგირების მექანიზმები გაწერილია კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციამ ასეთ გადაცდომებზე, თუ ასეთი არსებობს, უნდა იმოქმედოს ამ ნორმების შესაბამისად",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო გარემო მთლიანობაში არის სათანადო, უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი. „სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ყოველთვის ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგები და მიზეზი არის ის, რომ არჩევნები ტარდება სამართლიან გარემოში. ყველა კანდიდატს აქვს იმის საშუალება, რომ დაამყაროს სათანადო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მიიტანოს საკუთარო გზავნილები. ასეთ პირობებში წარიმართება ეს პროცესი, არანირად არ ფერხდება არც აგიტაცია, და საარჩევნო ადმინისტრაციაშიც არ შეიმჩნევა რაიმე სისტემური პრობლემა",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს და ეს არის მთავარი. „არაერთი კომენტარი მოვისმინეთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ყოველი არჩევნების წინ თავი დაიზღვიოს. ისინი ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკის ქვეშ მოქცევას, იგივე ეხება უწყებათაშორის კომისიას და ზოგადად საარჩევნო პროცესებს. ეს არის ის, რასაც ვართ მიჩვეული, თუმცა მთავარია საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს. ეს არის ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)