|
2018-08-29 19:38:49, 809 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: რასაც ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა დღეს სერგეი შამბამ
„რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა დღეს სერგეი შამბამ, რაც ძალიან ნიშანდობლივია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. „ნამდვილად საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, ბატონმა შამბამ აღიარა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით უკვე ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე და თავისი პირით აღიარა შამბამ, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის ის დღეს. თქვენ იცით, როგორი არის დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო ისტორიულად მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად ის აღიარა დღეს შამბამ, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ქმნის ხელოვნურ ბარიერებს, ქართულ მხარე თავის პოლიტიკაში იქნება პრინციპული. „რაც შეეხება ჩვენ მიდგომას, ეს მიდგომა არის ყველასთვის ცნობილი - მიდგომა არის მშვიდობიანი. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, თუმცა არის ხელოვნური ბარიერები და როგორც მოგეხსენებათ, ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც ართულებს ამ პროცესს, თუმცა ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში, ჩვენ დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ხალხებს შორის ურთიერთობების დაახლოებას",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)