13:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 14:36:34, 1291 ნახვა

კომენტარი
კოტე მორგოშია: კაშიას მიმართ პროტესტს გამოვხატავთ - თუ დამაკავებენ, უარესს მიიღებენ

„ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და თავისთავად ცხადია, სულ რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ, პირდაპირ გეუბნებით, თუ უნდა მისულიყო პროტესტის სათქმელად 1000 კაცი, მივა 10000, ეს არის და ეს“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა კოტე მორგოშიამ ჟურნალისტებს შსს-ში შესვლამდე განუცხადა.

იგი უწყებაში გამოკითხვაზე ფეხბურთელ გურამ კაშაის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს.

„არ განუმარტავთ, რაზე ვართ დაბარებული, როგორც მითხრეს ჟურნალისტებმა გურამ კაშიას თემასთან ვარ დაბარებული, რაღაცა თითქოს მუქარის შემცველი ტექსტიაო, რომელიღაცა თქვენს პოსტშიო. მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად, ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არანაირად არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და თავისთავად ცხადია, სულ რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ, პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ, თუ უნდა მისულიყო პროტესტის სათქმელად 1000 კაცი, მივა 10000 ეს არის და ეს, დანარჩენი მაგათი გადასაწყვეტია. ახლა მაგ თემით რომ პოლიციაში დამიბარეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ვიზამ“, - განაცხადა კოტე მორგოშიამ.

შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics