|
2018-08-29 11:58:30, 479 ნახვა
რეგიონი
12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
მთავრობა საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოწესრიგების მიზნით დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, - აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. კერძოდ, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი. „ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად 4-სეზონიან კურორტად და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც დიდველის მიმდებარე ავტოსადგომის გაფართოება უნდა დასრულეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. მამუკა ბახტაძემ რაჭაში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი ტემპით და ვადებში ხორციელდება, თუმცა, აუცილებელია, ცენტრალურთან ერთად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა კიდევ უფრო სწრაფად და მასშტაბურად წარიმართოს. „შესაბამისად, დღევანდელ მთავრობაზე განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიონი ლარია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)