14:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 15:49:12, 1185 ნახვა

კომენტარი
კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე: თუ სადმე არის კონკრეტული გადაცდომა, ცესკო-ს რეაგირება მართებს

„ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას იწყებენ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

იგი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  სისტემური პრობლემა რა არსებობს.

„თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა ამაზე ცესკოს რეაგირება ჰმართებს და მე იმედი მაქვს ამ შემთხვევაში ცესკო სათანადოდ ჩაეძიება საკითხს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მთავარია, როგორი შეფასებები დაიდება პარტნიორების მიერ, როდესაც საარჩევნო პროცესი დასრულდება. „მე დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასებები იქნება დადებითი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც მათი თქმით, ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილმა, გადადგომის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics