14:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 14:43:40, 999 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება

 „ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ არაერთგზის ვთქვით რომ დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ეს იყო მისი პრეროგატივა და ამის შემდეგ მივიღებდით ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა ყველას მიერ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან იმის განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს დ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. „მისი ეს ნაბიჯი ალბათ ასე უნდა აიხსნას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics