08:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 17:17:43, 1429 ნახვა

სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს  შ.მ.-ს, და შ.ო.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.მ.-მ  129,30 გრ. "ჰეროინი" და 0,116 გრ. „მორფინი", ხოლო შ.ო.-მ  98,89 გრ.ჰეროინი", რასაც შენიღბული სახით ინახავდნენ თავიანთ  სხეულში.

„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე,  რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს  შემოვიდა  საქართველოში, სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, იმავე დღეს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2018 წლის 26 აგვისტოს  შ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), ხოლო შ.ო.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარედგინა;

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics