|
2018-08-27 15:28:15, 1816 ნახვა
სამართალი
მალხაზ კობაური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, მალხაზ კობაური მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე, ვაჟა ფუხაშვილის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია. მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად საქმეში სქესობრივი დანაშაულის ნიშნებიც დაასახელა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე კობაურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის პატიმრობაში უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)