2018-08-27 11:47:09, 1554 ნახვა
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულები ამანათებს შეუფერხებლად მიიღებენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას უზრუნველყოფს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე და ხვალ, დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,