03:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 11:43:32, 2706 ნახვა

საზოგადოება
საგარეო - გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, გემი  PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა) უსაფრთხოდ დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, შედგა ქართული მხარის კონტაქტი გემის ეკიპაჟთან, რომელიც     უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა) და მისი წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„გემის კაპიტნის ინფორმაციით ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში იქნა გატაცებული.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის  ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.

შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე ორივე უწყება გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე: საქართველოს საელჩოებმა სამხრეთ აფრიკაში, საბერძნეთში დიდ ბრიტანეთსა და ეთიოპიაში უზრუნველყვეს 10-მდე ქვეყნის ჩართულობა პროცესში, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთფლობელ კომპანიასთან,  გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა ღონისძიებები მეზღვაურების მოსაძიებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები.

ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა.

ასევე, სააგენტო განახლებულ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობაზე აწვდიდა მეზღვაურთა ოჯახებს.

24 აგვისტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზღვაურთა ოჯახებთან გამართულ მშეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში ოჯახების დახმარებაზე.

საქართველოს მთავრობა რჩება აქტიურ კავშირზე გემ PANTELENA-სთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ყოფნას გამოთქვამს ქართველ მეზღვაურთა დახმარებაზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics