02:13 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 19:16:10, 1171 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ - ინფორმაცია, რომ მერიამ „გიგანტური ბორბლის“ განათებისთვის 2 მილიონი ლარი დახარჯა, სიცრუეა

„თბილსერვის ჯგუფი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც „თბილსერვისში“ აცხადებენ, ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „გიგანტური ბორბლის“ განათებისთვის  2 მილიონი ლარი დახარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და „თბილსერვის ჯგუფს“ არ გაუფორმებია ხელშეკრულება არცერთ კომპანიასთან. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი აგებული იყო დეზინფორმაციაზე და ემსახურებოდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, „თბილსერვისმა“ ჩაატარა ფასთა კვლევა, რათა დაედგინა გასანათებელი საშუალებების მიწოდებისა და მონტაჟის ღირებულება. აღნიშნულ ფასთა კვლევაში ორმა უმსხვილესმა კომპანიამ - Philips და IGuzzini მიიღო მონაწილეობა, თუმცა მომსახურება მერიას და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს არ შეუსყიდია.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში და მიაწოდეთ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, - ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics