2018-08-24 18:07:59, 1460 ნახვა
კომენტარი
პატრიარქი: კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიებს
„კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიებს, ან გარკვეულ წლებს“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარლამენტში განაცხადა, სადაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც მან აღნიშნა, თანდათან კონსტიტუცია სრულყოფილი გახდება და ხალხის მის სივრცეში ცხოვრებას ისწავლის.
„დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ, მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიებს, ან გარკვეულ წლებს. მე ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია”, - განაცხადა ილია მეორემ.
ავტორი: ,