08:08 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 16:19:40, 1985 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სურდა ფართო კონსენსუსი შემდგარიყო, რათა კანდიდატურას პარლამენტში დამტკიცების შანსი ჰქონოდა.

"იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" ღიად აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას, ანუ პარლამენტში კანდიდატურის დამტკიცების ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ფართო კონსენსუსის გარეშე, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული.

მინდა შეგახსენოთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატურა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი არც კი განიხილავს. ასე რომ, კონსენსუსი ამ ეტაპზე ვერ შედგა", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics