12:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 15:35:08, 1489 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანი: არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატო-სთან მიმართებაში

„2008 წლიდან 2012 წლამდე გაიხსენეთ, როგორი დაპირებები გვქონდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს მიიღებენ ნატო-ში, ხვალ საქართველოს ექნება MAP-ი. მერე, როცა MAP-ი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ საქართველომ MAP-ზე უკეთესი მიიღო. აი, ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით დღეს საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს.

„არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან მიმართებაში და არც ნატოსთან მიმართებაში. 2008 წლიდან 2012 წლამდე გაიხსენეთ, როგორი დაპირებები გქონდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს მიიღებენ ნატოში, ხვალ საქართველოს ექნება მაპ-ი. მერე, როცა მაპ-ი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ საქართველომ მაპ-ზე უკეთესი მიიღო. აი, ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება დღეს ძალიან კარგად ხედავს რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება და ეს ყველაფერი არჩევნების დროს გამოჩნდება. საზოგადოებამ 2012-ში და 2014-ში ეს არჩევანი ორჯერ უკვე გააკეთა. ნატოსთან ინტეგრაციის კუთხითაც გვაქვს სერიოზული პროგრესი. ჩვენ გერმანიასთან ამაზე საუბარი გვქონდა. არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics