2018-08-24 14:29:15, 1428 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი აჩუქა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ნახატი აჩუქა.
ანგელა მერკელის „ინსტაგრამის“ გვერდზე წერია, რომ ნახატი, რომელიც მე-17 საუკუნეშია შესრულებული, დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკარგა და საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი, საქართველოში დარჩა.
როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ფერწერული ტილო, სახელად „ნატურმორტი კურდღლით“, შესრულებულია პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მიერ (1616-1681) ზეთის საღებავით. ირიცხება დრეზდენის გალერეის ექსპონატად და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.
ავტორი: ,