|
2018-08-24 12:02:36, 742 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 17 სექტემბერს კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება
ჩუღურეთის რაიონს ახალი სააღმზრდელო წლიდან კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. N68 ბაგა-ბაღი პალიასტომის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან და გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა დაათვალიერეს და იმ პროცესებს გაეცნენ, რომელიც სკოლამდელი განათლების სრულფასოვნად რეალიზაციისთვის მიმდინარეობს. ახალი ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება, მიმდინარეობს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების, ასევე ავეჯისა და სხვა ინვენტარის მონტაჟი. „ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, სადაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც 350 ბავშვს მიიღებს. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა სექტემბრიდან, სააღმზრდელო წელი კომფორტულ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში გაატარონ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ამასთან, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, წელს თბილისში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ მოქმედ ბაღს ახალი კორპუსი შეემატება.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)