2018-08-23 20:06:44, 1414 ნახვა
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების შეგზავნა იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას უზრუნველყოფს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება 27 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, 28 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.
სპეციალურ პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.
(NS)
ავტორი: ,