|
2018-08-23 18:52:45, 1730 ნახვა
სამართალი
კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთვი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს 2018 წლის 15 და 16 აგვისტოს ეთერში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით განთავსების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნება. კომისია განმარტავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" ვალდებული იყო დაეცვა პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 50-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, მიეწოდებინა კომისიისთვის შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა საკუთარ ეთერში განათავსა კომისიაში ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენის გარეშე. ასევე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მიერ ეთერში განთავსებულ პოლიტიკურ/წინასარჩევნო რეკლამებში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს, კერძოდ, ის არ არის რეგისტრირებული ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით საარჩევნო სუბიექტად. ყოველივე აღნიშნული ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 83-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)