00:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 15:53:33, 584 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში სამედიცინო პუნქტის ექთნების, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა.

დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე ქედის მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალს შეხვდა და პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

პროექტის მიზანია - აჭარის, როგორც ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონის, ტუბერკულოზისაგან თავისუფალ ,,კუნძულად“ ქცევა.

პროექტი განხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაგეგმილია რეგიონის მოსახლეობაში: ტუბერკულოზის, c ჰეპატიტისა და აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგი, ტუბერკულოზით დაავადებულთა ზედამხედველობა მკურნალობის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით.

გლობალური ფონდის დაფინანსებით პროექტის განსახორციელებლად რეგიონს გადმოეცემა მობილური ლაბორატორია, ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო საშუალებები, სადიაგნოსტიკო ტესტები და სხვა სახარჯი მასალა.

მობილური ლაბორატორია რეგიონის სოციალურად დაუცველ მოწყვლად ჯგუფებში და სხვა ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან ლოკაციებში განახორციელებს სკრინინგულ კვლევებსა და ექიმ-ფტიზიატრის კონსულტაციას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics