|
2018-08-23 15:43:25, 449 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ამერიკული გემის „Uss Carney“-ს კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ ამერიკული გემის “Uss Carney" (DDG 64)” კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა. შეხვედრას მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. “მოხარული ვარ, რომ აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ამერიკული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. დღევანდელი ვიზიტი სწორედ აღნიშნულის დასტურია და ცხადყოფს მხარეებს შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას. აქვე, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის”, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი ქართულ-ამერიკულ წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)