07:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 12:20:16, 1464 ნახვა

სამართალი
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლომ ჯგუფის მიერ, ყაჩაღობის ჩადენისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე - ჰ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე - რ.ა. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ.ა-მ, რ.ა-მ და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ბათუმის მიმართულებით მიმავალი "ბე-ემ-ვე - X5" მოდელის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა.მ. და მისი ბიძა - ნ.მ. ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თანამზრახველებთან ერთად, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.მ. ჩასვეს "ტოიოტა - ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ.მ. გადასვეს "ბე-ემ-ვე-X5" მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში. ჰ.ა., რ.ა. და მათი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.მ-ს ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ნ.მ-ს ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ამ უკანასკნელთა კუთვნილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, ა.მ-ს კუთვნილ 700 ლარს, 200 აშშ დოლარს, 40 თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირად ნივთებს.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დამნაშავეები გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად, იმავე წლის 2 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში ჰ.ა. და რ.ა. დაკავებულ იქნენ. სამართალდამცველთა მიერ ასევე ამოღებულ იქნა ყაჩაღური გზით გატაცებული თანხა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ჰ.ა. და რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 9 - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics