2018-08-22 13:41:42, 2800 ნახვა
საზოგადოება
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ახალი გუბერნატორები
20 აგვისტოს წარდგენილი 7 ახალი გუბერნატორიდან სამს - შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ხოჯევანიშვილს (შიდა ქართლი), ალექსანდრე მოწერელიას (სამეგრელო-ზემო სვანეთი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ, შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი) და შოთა რეხვიაშვილს (ქვემო ქართლი) კი ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.
ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალი გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად მოიძიეს ინფორმაცია მათი ბიოგრაფიის, ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ.
ავტორი: ,