11:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 12:22:50, 1264 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ყველა ფორმატში, სადაც არის შესაძლებელი, რუსეთი უნდა იქნეს დასჯილი თანამეგობრობის მიერ

„ყველა ფორმატში სადაც არის შესაძლებელი, რუსეთი უნდა იქნეს დასჯილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი სარჩელი, ადრეც უნდა გაგზავნილიყო.

„რუსეთი უნდა შევავიწროვოთ ყოველმხრივ, ეს იქნება სამართლებრივი კუთხით, თუნდაც მსგავსი სარჩელები, რაც ადრეც შეიძლება გაკეთებულიყო. ფაქტობრივად გამოაფხიზლა ხელისუფლება იმ პროცესმა, რაც მოხდა ტატუნაშვილთან დაკავშირებით, მისი ვერაგული მკვლელობის სახით, თუმცა მცოცავი ოკუპაცია დიდი ხანია მიმდინარეობს და უამრავი დარღვევა და ძალადობის ფაქტები ხდებოდა ადმინისტრაციული საზღვრის ზოლში. ყველა ფორმატში სადაც არის შესაძლებელი, რუსეთი უნდა იქნეს დასჯილი თანამეგობრობის მიერ და ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics