|
2018-08-22 10:03:29, 957 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კანონი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება. ამგვარ დანაშაულებს დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს. რეფორმასთან დაკავშირებული კანონი, რომლის შემუშავებასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ედგა სათავეში, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა და ის ძალაში მომავალი წლიდან შევა. რეფორმის პაკეტი, მანამ, სანამ მას ჯერ საქართველოს მთავრობა, ხოლო შემდეგ პარლამენტი განიხილავდა, სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განიხილეს და დაამტკიცეს. განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც სამართალდამცველი და სხვა სამთავრობო სტრუქტურები ისე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეიქმნა სრულიად ახალი კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ". სახელმწიფო ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება. მას საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც პრემიერის ბრძანებით შეიქმნება. კომისიის წევრები იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არ აირჩევა. სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანონპროექტით განსაზღვრულია შესაბამისი გარანტიები; კერძოდ: ხელშეუხებლობის მაღალი ხარისხით დაცულობა; დამოუკიდებლობა ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლება პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც. სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. იგი საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს; ასევე, წელიწადში ერთხელ პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პარლამენტის კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგება ანგარიშით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელი საქმეების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს. ამ მიზნით გენერალურ პროკურატურაში („სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ამოქმედებული იქნება კონსტიტუციური ნორმა, რომელიც მთავარი პროკურატურის ნაცვლად, გენერალურ პროკურატურას ითვალისწინებს) გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარებული ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებს, რომელიც თავად პროკურატურის მუშაკის მიერ არის ჩადენილი, მათზე ზედამხედველობას გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს, რომელიც, ასევე, უშუალოდ გენერალურ პროკურორს დაექვემდებარება. გარდა ამისა, იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების წარმოებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების კონტროლის განხორციელებისას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ზედამხედველი მოსამართლე) განახორციელებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აქვს აღებული. ამ მექანიზმის შექმნას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმა. ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისათვის კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროს ექსპერტებთან. აგრეთვე მხედველობაში იქნა მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტის, რეკომენდაციები.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)