00:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 18:32:15, 989 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან თანამშრომლობას იწყებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკას რეგიონს სტუმრობს. ოფიციალურ დელეგაციას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს  შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. 

პოლონეთის რესპუბლიკაში 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას  წარმოადგენენ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის  მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები როგორც მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალთან, იაცეკ კრუპასთან, ასევე, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოებისა და ბიზნეს ცენტრის წარმომადგენლებთან.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულება. დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან ავიაციის მუზეუმს და დაესწრებიან ქალაქ კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრეზენტაციებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდე გაგრძელდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics