2018-08-21 10:01:23, 1871 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.5558 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5558 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5779 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0221 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა დღეს 2.9154 ლარად შეგეძლებათ, გუშინ კი, მისი ფასი 2.9344 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0190 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,