01:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 16:34:23, 525 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია: ჩემთვის ის მოდელია მისაღები, რომელშიც კომერციული საბანკო სექტორი კომფორტულად გრძნობს თავს

„ჩემთვის ის მოდელია მისაღები, რომელშიც კომერციული  საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს“,-ამის შესახებ   ბიზნეს ომბუდსმენმა  გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს    ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხზე საბანკო სექტორთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა. 
მისივე თქმით, ბიზნეს სექტორი ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. 
„მხარეებს შორის პოზიციების შეჯერების რესურსი არსებობს. ეს შეხვედრა ტარდება ჩვენი თხოვნით და მინდა ყველა მხარეს მადლობა გადავუხადო. მიზანი, არის ის რომ მივაღწიო კომპრომისს. წინა შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან ძირითადი აქცენტი ამ პროცესის ფორმაზე გაკეთდა და ჩვენ შევეცადეთ ამ საკონონმდებლო ცვლილლებებზე მუშაობის ფორმაში შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები, რომ ბიზნესის ჩართულობა მაქსიმალური იყოს.  ესაა კონსენსუსის  მიღწევის ერთადერთი საშუალება. იმდენად სპეციფიური და რთული თემაა, რომ იმედი მაქვს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ აღარ დაისმება საკითხი, უნდა გაკეთდეს თუ არა ეს. ჩემთვის ის მოდელია მისაღები, რომელშიც კომერციული  საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. 
ამასთან, ბიზნეს ომბუდსმენის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს. 
ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონში“ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე შეხვედრა იმართება.  
შეხვედრას ცვლილების ინიციატორი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტის წევრები ბიზნეს და საბანკო სექტორის  წარმომადგენლები და ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics