00:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 14:48:52, 780 ნახვა

რეგიონი
სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზის მე-9 კილომეტრზე 21-22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) არსებული დაცული სარკინიგზო გადასასვლელის ორივე მხარეს, საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას (ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა).

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა გზის სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა გრუნტის გზაზე.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ  საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics