07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-18 13:17:02, 1584 ნახვა

სამართალი
თბილისში, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს.

ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ.

პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

„წაღებულია ჯამში 5 კომპიუტერი, თუმცა ოფისში გაცილებით ძვირადღირებული 12 კომპიუტერი დატოვებული. ერთ-ერთში ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო კიდევ ორ კომპიუტერში მთელი საარჩევნო ბაზა მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ პროცესი. სუს-ი ნამდვილად შეძლებს, თუ მას სურს, რომ ამ აქციაზე, რომელიც განხორციელდა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ცენტრალური ოფისის წინააღმდეგ, ან უნდა აიღოს თავის თავზე, მაშინ ნაპოვნი უნდა იყოს ქურდები, თუმცა, მე მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს იყო პოლიტიკური აქცია და ამას გარკვეული მიზნები ჰქონდა“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics