00:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 17:40:36, 991 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქაერონავიგაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა

თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაეროგენერაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა ADS-B დაამონტაჟა, რომელიც ჩეხეთის კომპანია „ERA“-სგან შეიძინა.

მსგავსი სისტემები 2014 – 15 წლებიდან წარმატებით ფუნქციონირებს ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში.

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით,  საქართველოს მასშტაბით რადიოსალოკაციო ქსელის განვითარების გადაწყვეტილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების ზრდის პროგნოზირებული ტენდენციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკონტროლისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით იქცა მიღებული. მისი თქმით, ჩეხურმა კომპანიამ სისტემა კონტრაქტით დათქმულ ვადებში განახორციელა.

„აღნიშნული სისტემა ზუსტი და სრულყოფილი რადიოსალოკაციო ინფორმაციის უწყვეტ მოწოდებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად,“ - განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. 

ამავე პროექტის ფარგლებში, შპს „საქაერონავიგაციამ“ ჩეხური კომპანიისგან შეიძინა დაკვირვების სენსორებდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების ორი (დარეზერვებული) სერვერი, რომლებიც თბილისის და  ქუთაისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებში განთავსდა.

ზემოთ აღნიშნული ტექნიკური საშუალებების კომპლექსი სრულ შესაბამისობაშია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ავტომატიზირებულ სისტემასთან (INDRA). ასევე, შემოწმებულია მიწოდებული ინფორმაციის მაღალი საიმედოობა და ხარისხი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics