10:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 15:00:01, 1483 ნახვა

კომენტარი
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა

„ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად. საცოდავი ბიჭი - ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ძამბოლატ თედეევი ჩაერია, მაგან გადაწყვიტა, ეს კაცი რომ ოჯახშია დასაფლავებული“, - ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა.

„მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებიანი მაისური, რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ ბიჭებოო? მთელი მსოფლიო ჩვენს დროშას რომ აქვეყნებს. მთელი ევროპა რომ ჩვენ ჰიმნს ღიღინებს. ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად. საცოდავი ბიჭი - ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მაგან გადაწყვიტა, ეს კაცი რომ ოჯახშია დასაფლავებული, ვინმემ იცით? მტერი რომ გახდა, თურმე, ჩვენი მეგობარი რომ დაგვეხმარა, გაიგეთ ვინმემ? თუ უნდა ვიყვიროთ, რომ ეს მოჭიდავეებმა გავაკეთეთ, მოჭიდავეებმა გააკეთეს ზუსტად, არავინ არ იძახის მაგას, მარტო მაიკაზე არის რუსეთის დროშა“, -განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიანმაისურში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან ერთად გადაიღეს. მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი. ფოტოზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics