10:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 14:05:23, 1893 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტების ჩამონათვალს გაეცნონ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, გაეცნონ კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელიც სააფთიაქო ქსელებიდან ამოიღეს.

როგორც მინისტრი აცხადებს, თუ მედიკამენტი ჩამონათვალში აღმოჩნდება, ის სხვა, თუმცა იმავე ვალსარტანის შემცველობის პრეპარატით უნდა ჩაანაცვლონ.

ე.წ. წნევის წამლების რეესტრიდან ამოღებისა და იმპორტის შეჩერების შესახებ  ჯანდაცვის სამინისტრომ საბაჟო გამშვებ პუნქტებს უკვე აცნობა.

„ხაზს ვუსვამ, რომ თვითონ ნივთიერება ვალსარტანი უსაფრთხო და კარგია. ერთ-ერთი კომპანიის წარმოებულში იყო მინარევები, რომელზეც შესაბამის სამსახურებს გაუჩნდათ კითხვები. ყველა იმ მწარმოებელს, რომელიც იყენებდა ნედლეულს, მიეცა წინადადება, რომ ქსელიდან ამოიღოს ეს მედიკამენტი, რათა მაქსიმალურდ დაცული იყვნენ ადამაინები. მოსახლეობას, ვინც ღებულობს ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტოს, რახან სვამენ, მათ ეს სჭირდებათ, უბრალოდ ნახონ ჩამონათვალი, რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა არა ამ სიაში მყოფი, იგივე დოზირების, იგივე ვალსარტანის შემცველი მედიკამენტით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ასეთი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტი იყიდებოდა:

Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)

CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)

CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)

Valz H (80მგ; 160მგ)

NORTIVAN® (80მგ; 160მგ)

Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)

Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ

forte 10მგ/160მგ/25მგ).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics