|
2015-06-04 15:20:22, 445 ნახვა
საზოგადოება
წყნეთისხევის ქუჩაზე წვიმისგან დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება
წყნეთისხევის ქუჩაზე წვიმისგან დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს. წყნეთისხევის ქუჩაზე წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო 5 ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა ეზოები და სახლების პირველი სართულები. „ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ უბანში შეიქმნა, ვინაიდან მდინარე ვერესთან მოსახლეობა ძალიან ახლოს ცხოვრობს და ადიდებულმა მდინარემ მათი სახლები დატბორა. ჩვენ ხუთივე ოჯახს დახმარებას დღესვე აღმოვუჩენთ. გამგეობა შესაბამისი სამშენებლო მასალებითაც დაეხმარება, რათა დროულად აღდგეს დაზიანებული სახლები“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიისა და ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ხუთივე ოჯახს გამგეობა დღესვე უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით. მათ მერიის სარეზერვო ფონდიდან, ასევე, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)