09:36 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 11:00:13, 1043 ნახვა

სამართალი
შსს-ს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში როტაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები შეიცვალნენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

 უწყების ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. კონსტანტინე ანანიაშვილი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics